რომის “ლაციოს” პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ სერია A-ს მე-18 ტურში, დედაქალაქურ დერბიში “რომასთან” 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ დაასკვნა, რომ “ძუ მგლები” მიმდინარე სეზონში “სკუდეტოს” ვერ მოიპოვებენ.
ამის შესახებ მან Radio2-ის ეთერში განაცხადა.
“რომა” სკუდეტოს მოგებას ვერ შეძლებს, რადგან “იუვენტუსი” მასზე ძლიერია. მზად ვარ ნებისმიერს დავენაძლეო - “ლაციოს” პრეზიდენტის სავარძელს ჩამოვდივარ. რაც შეეხება ტოტის სელფს, ეს უჭკუო გადაწყვეტილება იყო და მას ფეხბურთთან არაფერი აკავშირებს. ის მხოლოდ გულშემატკივარს აღიზიანებს. ჩვენი კაპიტანი მაური ასეთ რამეს არასდროს გააკეთებს” - განაცხადა ლოტიტომ.
სერია A-ში ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ, “რომა” 40 ქულით მეორე ადგილზეა, მას 3 ქულით უსწრებს “იუვენტუსი”, ხოლო “ლაციო” 31 ქულით მე-3 ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აღმაშფოთებელია რაც რუსულენოვან რაგბის საიტზე rugger.info -ზე ხდება ამ დღეებში. თელ-ავივის გუნდთან ენისეი-სტმ წაგების შემდეგ რუსული ჭკუა დაკარგული ფანობა პირდაპირ ლანძღვაზე და ეთნიკური სახის შეურაცხობაზე გადავიდნენ. ჯერ იმას განიხილავდნენ, რომ საქართველო და ისრაელი აზიააო და რატომ თამაშობენ ევროპაშიო და პარალერულად ღირსების შემლახავი სიტყვებით "ამკობენ" ჩვენს ერს. მე, არ ვარ ამ საიტის გამომწერი, მაგრამ დრო და დრო შევდივარ ხოლმე და ვკითხულობ სტატიებს და გულშემატკივრების კომენტარებს. მახსოვს როგორი "პრინციპულობით" რეაგირებდა ხოლმე საიტის ადმინისტრაცია, როცა ქართველი საიტის გმომწერები რუსი გუშემატკივრის თავხედურ კომენტარებზე საპასუხოდ ოკუპაციის თემაზე და რუსულ შოვინიზმზე ჩამოაგდებდნენ ხოლმე საუბარს. მაშინვე ადმინის მიერ გაფრთხილება მოყვებოდა ხოლმე; რომ ეს რაგბის საიტია და არა სარაგბო თემებზე საუბრისგან და ერთმანეთის შეურაცხმყოფელი მიმართვებიდან თავი შეეკავებინათ, თორემ სიტს დაატოვებინებდნენ. შედეგად, rugger.info -ს შეფარული შოვინიზმის და ტენდეციურობის გამო ბევრმა ქართველმა დატოვა საიტი. ორი დღეა ვაკვირდები, მაგრამ საიტის ადმინისტრაცია ყურსაც არ იბერტყავს მათ საიტზე ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფელ განნცხადებებზე. მოვითხოვ, თუ ეროვნული ღირსება კიდევ შერჩენია შესაბამის სტრუქტურებს დაბლოკილი იქნეს ეს საიტი და ქართულმა მხარემ ყველანაირი თანამშრომლობა შეწყვიტოს ამ ფაშისტურ საიტთან. ამავე დროს მივმართავ rugger.info -ს ქართველ გამომწერებს დატოვონ ეს საიტი და ეს ფაშისტური პუბლიკა მარტო თავის თავთან. კმარა, გეყოფათ ამდენი შეურაცხობის მოთმენა ! ! !