პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გუშინ 12 იანვარს ფიფამ 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელა, სულ კი პირენელი ფეხბურთელი პლანეტის საუკეთესო მოთამაშე მესამედ გახდა. დაჯილდოების შემდეგ მადეირელმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ საუკეთესოდ დასახელებამდე ძალიან ნერვიულობდა.
“საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებამდე დრო გაიწელა. ძალიან ვნერვიულობდი, მიუხედავად იმისა, რომ აქ მერვედ ვიყავი. ვიცი რამდენად რთულია მძიმე მუშაობა, რათა აღნიშნული ტიტული მოიპოვო, ამიტომაც ემოციურად ძალიან დავიტვირთეწ და მნიშვნელობა არ აქვს რამდენჯერ გავხდი საუკეთესო. ყოველი სეზონი ჩემთვის ახალი გამოწვევაა. საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება 2014 წლის გვირგვინი იყო და ამ სტატუსმა მოტივაცია უფრო შემმატა”, – განაცხადა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.
მსოფლიოს აწ უკვე სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ 2015 წელს შეეცდება ლიონელ მესის გაუთანაბრდეს და პლანეტის პირველი ფეხბურთელი მეოთხედ გახდეს. არგენტინელი ფეხბურთელი ზედიზედ მეორე წელია რონალდუს ჩამორჩება.