კალათბურთი

11:10 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სან-ანტონიოს” კალათბურთელები “თეთრ სახლს” ეწვივნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ორშაბათს “თეთრ სახლში” ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ჩემპიონის, “სან-ანტონიოს” მოთამაშეებს უმასპინძლა.

2013/2014 წლების სეზონის პლეი ოფის ფინალში “სან-ანტონიომ” “მაიამი ჰიტი” 4:1 დაამარცხა და კლუბის ისტორიაში ნბა-ს ჩემპიონი მეხუთედ გახდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა გუნდს ჩემპიონობა მიულოცა და მათ გამარჯვებას სიმბოლური უწოდა. წვეულებისას “სან-ანტონიოს” მოთამაშეებმა ობამას სპეციალური, პირველ ნომრიანი მაისურა გადასცეს წარწერით POTUS (President of the United States-ის შემცირებული ვარიანტი).

0.154539