თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს სამშაბათ საღამოს შეუერთდება. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ნაკრების პრესატაშე ოთარ გიორგაძემ აცნობა.
ორშაბათს, ოქრიაშვილმა “გენკის” ახალგაზრდულ გუნდში “გენტთან” ტაიმი ითამაშა და ამის შემდეგ საქართველოში გამოემგზავრა. თორნიკე ნაკრების შემადგენლობაში სრულფასოვან ვარჯიშს ოთხშაბათიდან შეუდგება.