ფეხბურთი

16:35 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "პიკეს არ დავსჯიდი"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ხერარდ პიკეს სათადარიგოთა სკამზე ტელეფონის გამოყენების გამო არ დასჯიდა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ესპანიოლთან" ამხანაგური მატჩის დროს ესპანელი მცველი ტელეფონის გამოყენების გამო დასაჯა და "ბლაუგრანას" ბოლო სამ შეხვედრაში პიკე მოედანზე არ გამოჩენილა.

"პირადად მე არ დავსჯიდი იმ ფეხბურთელს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ტელეფონს გამოიყენებდა. დისციპლინა მიყვარს, მაგრამ პრობლემის გადაწყვეტა არა ფეხბურთელის დასჯით, არამედ საუბრით, ახსნა-განმარტებით უნდა მოხერხდეს. ფეხბურთელები ინტელიგენტები არიან და ვფიქრობ, პიკე ასე არ უნდა დასჯილიყო", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

მიუხედავად დასჯისა და უთამაშებლობისა, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ხერარდ პიკე ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა და განაცხადა, რომ ესპანელი დასაფასებელი ფეხბურთელია.

0.107914