როგორც MLSSoccer.com იუწყება, ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთის ფედერაციას სურს 2022 წელს ყატარში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატის დროს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იყოს.
43 წლის ესპანელ სპეციალისტს მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ჯერჯერობით გერმანული გრანდი არ ჩქარობს გვარდიოლასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას და ესპანელით რამდენიმე ევროპული წამყვანი კლუბებიც ინტერესდებიან.
აშშ-ს ფეხბურთის ფედერაცია გვარდიოლას წინადადებით კი მიმართავს, თუმცა უცნობია რამდენად ხიბლავს ესპანელ სპეციალისტს ეროვნულ ნაკრებში მუშაობა. ამჟამად აშშ-ს მთავარი მწვრთნელი იურგენ კლინსმანი გახლავთ, რომელმაც გუნდი ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალში გაიყვანა. გერმანელ სპეციალისტს ამერიკელებთან კონტრაქტი 2018 წლის მუნდიალის შემდეგ ეწურება.