კალათბურთი

16:19 | 11.11.2014 | ნანახია NaN - ჯერ

უილიამსი და კარი გამოარჩიეს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად, აღმოსავლეთ კონფერენციაში დერონ უილიამსი (“ბრუკლინი”), ხოლო დასავლეთში – სტეფან კარი (“გოლდენ სტეიტი”) აღიარეს.

უილიამსის დახმარებით, “ნეთსმა” 4-დან 3 მატჩი მოიგო. დერონის საშუალო მონაგარი 20.8 ქულა და 7.0 პასი იყო. თავის მხრივ, “უორიორსმა” 3-დან ორ თამაშში იმარჯვა, კარი კი საშუალოდ 3.0 ქულას, 7.3 პასს და 3.33 ჩაჭრას აგროვებდა.

კვირის მოთამაშეობაზე პრეტენზიას პაუ გასოლი (“ჩიკაგო”), ჯეიმს ჰარდენი (“ჰიუსტონი”), კრის პოლი (“კლიპერსი”), კობი ბრაიანტი (“ლეიკერსი”), კრის ბოში, დუეინ უეიდი (ორივე – “მაიამი”), ენტონი დევისი (“ნიუ ორლეანი”), ნიკოლა ვუჩევიჩი (“ორლანდო”), ლამარკუს ოლდრიჯი (“პორტლენდი”), დემარკუს კაზინსი (“საკრამენტო”), დემარ დეროზანი, კაილ ლოური (ორივე – “ტორონტო”) და ჯონ უოლიც (“ვაშინგტონი”) აცხადებდნენ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:27 | 01.11.2019
APOKALIPSIS (101)

ეს და კოუტინიო ორი ჩო*ლარი

00:33 | 01.11.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ესეც ლიგის მოსაგებად რო წავიდა ლივერპულიდან კოუტინიოს მსგავსად საყეეთი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062262