ფეხბურთი

16:00 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლარსონი "ჰელსინგბორგს" მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა

43 წლის ჰენრიკ ლარსონი ყოფილი შვედური კლუბის "ჰელსინგბორგის" მთავარი მწვრთნელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ლარსონს სამწვრთნელო გამოცდილება უკვე აქვს. 2010 წელს ახალგაზრდა სპეციალისტი "ლანდსკრონას" თავკაცად დაინიშნა, 2013 წელს "ჰიოგაბორგის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდათ და მისი ბოლო კლუბი "ფალკენბერგი" გახლდათ, რომელიც შვედეთის ჩემპიონტში მე-13 ადგილზე გავიდა და გავარდნას ბეწვზე გადაურჩა.

"ჰელსინგბორგმა" ეროვნული პირველობა მე-9 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონ "მალმიოს" 23 ქულით ჩამორჩა.

ლარსონი "ჰელსინგბორგში" 1992/93 და 2006/2009 წლების სეზონში თამაშობდა და ამ გუნდის მაისურით 88 გოლიც აქვს გატანილი. ლარსონისთვის ხსენებული შვედური კლუბი ევროპული კარიერის ტრამპლინი გახდა. წლების განმავლობაში იგი "ბარსელონას", "სელტიკის", "ფეიენოორდის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ასპარეზობდა და 2006 წელს "ბლაუგრანას" რიგებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

0.112185