კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურის დასკვნით მატჩში როინ კვასხვაძის, ელგუჯა გრიგალაშვილის და ლევან ხმალაძის “ოთელოსი” ლიდერ “აპოლონს” დაუხვდა და საპატიო ყაიმს გამორჩა – 2:2.
სამივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ხმალაძემ 21-ე წუთზე პენალტიც გაიტანა, რითაც ანგარიში 1:1 გახადა.
ლევანმა მე-16 წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. გაფრთხილებით დაისაჯა გრიგალაშვილიც, რომელიც 92-ე წუთზე შეცვალეს.
ისიც ვთქვათ, რომ “აპოლონს” უკვე მე-20 წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს და მეტოქეს კაცნაკლული უძალიანდებოდა.
“ოთელოსმა” 13 ქულა მოაგროვა და 12-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი, 17 იანვარს, სტუმრად, მე-2 ადგილზე მყოფ აპოელ-თან გამართავს.