ჭადრაკი

0:29 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა აუტსაიდერებშია

ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ (2727), რომელიც ჰოლანდიაში ვეიკ ან ზეეს პრესტიჟულ ტურნირზე თამაშობს, მე-2 მარცხი განიცადა და აუტსაიდერთა შორის იმყოფება.

მე-3 ტურში ჯობავამ შავი ფიგურებით ჩინელ ლირენ დინგთან (2732) წააგო და 0.5 ქულა შერჩა. შედეგად, ბაადური TATA STEEL CHESS TOURNAMENT-ის ერთადერთ ქალ მონაწილე იიფან ჰოუსთან (2673) ერთად, მეცამეტე-მეთოთხმეტე ადგილებს იყოფს.

მე-4 ტურში ჯობავა თეთრი ფიგურებით ხორვატ ივან სარიჩს (2666) ეთამაშება, რომელსაც ტურნირზე ყველაზე დაბალი რეიტინგი გააჩნია.

ისიც ვთქვათ, რომ შეჯიბრის სათავეში 2.5-2.5 ქულით იტალიელი ფაბიანო კარუანა (2820) და უკრაინელი ვასილი ივანჩუკი (2715) იმყოფებიან.

0.113491