ფეხბურთი

21:07 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სამპდორია” “უდინეზეს” ფეხბურთელებით გაძლიერდა

გენუის “სამპდორიამ” “უდინეზეს” ორი ფეხბურთელი დაიმატა. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი ლუის მურიელითა და ანდრეა კოდათი გაძლიერდა. ორივე ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმებები გაიარეს და “სამპდორიას” სრულფასოვანი წევრები გახდნენ. როგორც ცნობილია, მურიელის ტრანსფერი 12 მილიონი ევრო დაჯდა. გარიგებების სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

29 წლის კოდა “უდინეზეში” 2006 წლიდან თამაშობდა და იტალიის ჩემპიონატში “ზებრების” მაისურით 132 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მას ბოლო პერიოდში მთავარი მწვრთნელი აღარ ენდობოდა და “პარმასა” (2013 წელს) და “ლივორნოში” (2013-2014 წლების სეზონში) გახლდათ განათხოვრებული.

მურიელი “უდინეზეს” რიგებში 2010 წლიდან ირიცხებოდა და იტალიის ჩემპიონატში გამართულ 57 შეხვედრაში 15 გოლით შეეწია გუნდს. პირველი ორი სეზონის განმალობაში ის “ლეჩესა” და “გრანადაში” იყო განათხოვრებული. “სამპდორიაში” მას “ნაპოლიში” წასული მანოლო გაბიადინის შემცვლელად მიიჩნევენ.

0.123761