“როსტოვს” მოსკოვის “სპარტაკიდან” საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ჯანო ანანიძის დაბრუნება სურს. ამის შესახებ როსტოველთა ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე შიკუნოვმა ინტერნეტპორტალ championat.com-თან ისაუბრა.
“ჯერ კიდევ ერთი თვის წინ “სპარტაკს” ჯანოს იჯარის თაობაზე მივმართეთ. თუ ასეთი შესაძლებლობა იქნება, აუცილებლად ვისარგებლებთ. ჯანო მართლაც გვაინტერესებს. მასთან ერთად გასული სეზონი წარმატებით ჩავატარეთ. ჩვენთვის ის ტოპფეხბურთელია, გულშემატკივრების კერპი. კარგი იქნება, თუ ჯანო ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპზე დაგვეხმარება”, - თქვა შიკუნოვმა.
გასულ სეზონში ანანიძემ “როსტოვში” წარმატებით ითამაშა და გუნდთან ერთად რუსეთის თასს დაეუფლა.