ფეხბურთი

18:14 | 12.01.2015 | ნანახია 2294 - ჯერ

“რომა” ლუის ადრიანოთი დაინტერესდა

იტალიური “რომა” დონეცკის “შახტარის” თავდამსხმელით ლუის ადრიანოთი დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Tuttosport–ი ავრცელებს.

დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობა 27 წლის ფორვარდს მატია დესტროს ერთ-ერთ შესაძლო შემცვლელად განიხილავს, რომელმაც შესაძლოა “რომა” დატოვოს. ადრიანოს გარდა, “მგლები” ჯექსონ მარტინესსა და კრისტიან ბენტეკეს აკვირდებიან.

ლუის ადრიანოს “შახტართან” მოქმედი ხელშეკრულება 2015-წლამდე აკავშირებს და დაახლოებით 7 მილიონ ევროდაა შეფასებული. ბრაზილიელ ფორვარდს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 9 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას უდგას სათავეში.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:39 | 23.02.2017
Torres9 (12692)

აუ ეს რა როჟაა საერთოდ

20:05 | 23.02.2017
burusa (2031)

ამას ეგონა წავალ მხართეძოზე წამოვწვები და სირბილს არ მომთხოვენო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061892
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
2294