საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი გიორგი ლორია ინტერნეტპორტალმა gazzetta.gr-მ საბერძნეთის სუპერლიგის საუკეთესო მეკარედ დაასახელა.
სადებიუტო სეზონში 28 წლის ქართველმა 17-დან 16 თამაში შეუცვლელად ჩაატარა და 63 “სეივი” შეასრულა. ლორია ოფი-ში შარშან ზაფხულში გადავიდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ოფი-ში გიორგი მერებაშვილიც გამოდის, რომელმაც 11 მატჩში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.