ბოლო პერიოდში პრესაში ხშირად იწერება კატალონიის “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბისა და არგენტინელი გოლეადორის ლიონელ მესის შორის არსებულ კონფლიქტზე, რაც შესაძლოა ლუის ენრიკეს განთავისუფლებით დამთავრდეს. ესპანური გამოცემა As-ის ცნობით “ბლაუგრანას” დამრიგებლის პოსტის დაკავების ერთ-ერთი კანდიდატი ვეტერანი გერმანელი მწვრთნელი იუპ ჰაინკესია, რომელიც ბოლოს მიუნხენის “ბაიერნს” წვრთნიდა.
გერმანელი სპეციალისტის გარდა კამპნოუელთა მთავარმწვრთნელობაზე მანუელ პელეგრინისა და ფრანკ რაიკაარდის კანდიდატურებს განიხილავენ.