კალათბურთი

13:48 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ქორებმა” “ჯადოქრები” დაამარცხეს, “კავალიერსმა” ლებრონის გარეშე ისევ წააგო

გამთენიისას ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული პირველობის 5 მატჩი გაიმართა. აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა “ატლანტა ჰოუქსმა” შინ “ვაშინგტონი” 120:89 გაანადგურა. “ქორებმა” მხოლოდ მეორე პერიოდი დათმეს დანარჩენ 3 პერიოდში დამაჯერებლად იმარჯვეს. ჯორჯიელებმა ტრადიციულად გუნდური კალათბურთი ითამაშეს და 8 კალათბურთელს ჰქონდა 10 ან მეტი ქულა ჩაგდებული, მათ შორის საუკეთესო კაილ კორვერი გახლდათ -19 ქულით. ბოლო 24 მატჩში “ატლანტამ” 22 მოიგო.

“კლიპერსი” საკუთარ დარბაზში “მაიამის” დაუპირისირდა. მაიამელებმა მოულოდნელად მეტოქე ოთხივე პერიოდში დაამარცხეს. მატჩის საუკეთესო მექულე 34 ქულით კრის ბოში გახლდათ.

“მემფისი” შინ “ფინიქს სანსს” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 101:101 დასრულდა. პირველი ორვერტაიმი 7:7 დასრულდა. მეორე დამატებითი 5-წუთეული “დათვების” გამარჯვებით 14:2 აღინიშნა. საბოლოოდ “მემფისმა” 122:110 იმარჯვა. მემფისელებს აშკარად დაეტყოთ გუნდის ლიდერის ზაკ რენდოლფის დაბრუნება, რომელმაც აღნიშნულ მატჩში საუკეთესო მექულე გახლდათ - 27 ქულა.

ლებრონ ჯეიმსის გარეშე მოასპარეზე “კლივლენდმა” ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო. “კავალიერსმა” გასვლით მატჩში “საკრამენტოსთან 84:103 წააგო. “მეფეებმა” პირველი 3 პერიოდი მოიგეს, ბოლო პერიოდი ფორმალობაღა იყო. “საკრამენტოში საუკეთესო ფორვარდი დემარკუს კაზინსი (26 ქულა) გახლდათ.

“ატლანტა ჰოუქსი” – “ვაშინგტონ უიზარდსი” 120:89 (34:22, 21:28, 32:27, 33:12)

“ატლანტა”: კორვერი (19 ქ.), ქეროლი (16 ქ.), ჰორფორდი (15 ქ. 6 მ.), ანტიჩი (12 ქ.), ტიგი (11 ქ. 10 პ.), მილსაპი (11 ქ.), სკოტი (11 ქ. 6 მ.), შროდერი (10 ქ.), სეფალოშა (9 ქ. 8 მ.), მუსკალა (4 ქ.), ბაზერმორი (2 ქ.)

“ვაშინგტონი”: ვოლი (15 ქ. 8 მ.), ნენე (14 ქ. 6 მ.), სერაფინი (13 ქ. 6 მ.), ბილი (12 ქ.), პირსი (10 ქ.), გორტატი (10 ქ.), ბატლერი (8 ქ.), ჰემფრიზი (3 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=4gekOnRHZ8o

“ლოს ანჯელეს კლიპერსი” – “მაიამი ჰიტი” 90:104 (29:30, 24:32, 23:24, 14:18)

“კლიპერსი”: გრიფინი (26 ქ. 6 მ.), პოლი (23 ქ. 9 პ.), რედიკი (14 ქ.), ბარნსი (8 ქ.), ფარმარი (5 ქ.), ჰევსი (4 ქ.), კროუფორდი (4 ქ.), დევისი (2 ქ.)

“მაიამი”: ბოში (34 ქ. 7 მ.), ვაითსაიდი (23 ქ. 16 მ.), უეიდი (17 ქ. 10 პ.), დენგი (10 ქ.), გრეინჯერი (6 ქ.), კოული (5 ქ.), ანდერსონი (4 ქ.), ენისი (3 ქ.), ჩელმერსი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=tTrPJMSlMXo

“მემფის გრიზლი” – “ფინიქს სანსი” 122:110 (22:15, 29:26, 24:25, 26:35, ო.ტ 7:7, ო.ტ. 14:2)

“მემფისი”: რენდოლფი (27 ქ. 17 მ.), კონლი (25 ქ. 8 პ.), ლი (18 ქ.), ალენი (12 ქ.), გასოლი (12 ქ. 9 მ.), უდრიხი (9 ქ.), კალატესი (7 ქ.), კუფოსი (5 ქ.), კარტერი (4 ქ.)

“ფინიქსი”: ტომასი (20 ქ.), მარკიეფ მორისი (17 ქ.), ლენი (14 ქ.), ტაკერი (11 ქ.), ბლედსოუ (11 ქ.), დრაგიჩი (9 ქ.), ვრაითი (7 ქ.), პლამლი (1 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=eB00UOS_Cqc

“საკრამენტო კინგზი” – “კლივლენდ კავალიერსი” 103:84 (30:29, 29:15, 26:20, 18:20)

“საკრამენტო”: კაზინსი (26 ქ. 13 მ.), გეი (23 ქ.), კოლისონი (16 ქ. 6 პ.), ლენდრი (11 ქ.), ტომპსონი (7 ქ.), მაკლემორი (7 ქ.), უილიამსი (5 ქ.), ჰოლინსი (3 ქ.)

“კლივლენდი”:ლავი (25 ქ. 10 მ.), ირვინგი (21 ქ. 7 პ.), მოზგოვი (14 ქ.), ტომპსონი (6 ქ.), დელავედოვა (6 ქ.), ჰარისი (3 ქ.), მილერი (3 ქ.), ჯ. რ. სმიტი (4 ქ.), ჰეივუდი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=efFINKFa_Xs

“ლოს ანჯელეს ლეიკერსი” – “პორტლენდი” 94:106 (20:23, 25:27, 24:22, 25:34)

“ლეიკერსი”: ჯონსონი (17 ქ.), ჰილი (14 ქ.), ბუზერი (13 ქ.), ელინგტონი (10 ქ.), იანგი (9 ქ.), ლინი (9 ქ.), ბლექი (6 ქ.), კელი (5 ქ.), დევისი (3 ქ.)

“პორტლენდი”: ლილარდი (34 ქ. 7 პ.), მეთიუსი (16 ქ.), ოლდრიჯი (15 ქ. 9 მ.), ბატუმი (11 ქ. 9 მ.), ლეონარდი (10 ქ.), კამანი (9 ქ. 12 მ.), ბლეიკი (9 ქ.), რაითი (1 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=_-0Nz_0-dE0

0.123402