ფეხბურთი

13:23 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოგიათი “კარსლრუე” დაინტერესდა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე “კარლსრუეს” მესამე ლიგის “ჰალეშერიდან” ქართველი ფეხბურთელის აკაკი გოგიას შეძენა სურს. ინტერნეტპორტალ liga-zwei.de-ს ინფორმაციით “კარლსრუეს” სპორტულმა დირექტორმა იენს ტოდტმა 22 წლის შემტევი ნახევარმცველის თავის გუნდში ხილვის სურვილი დაადასტურა. მისი თქმით, გოგია ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა.

სხვათა შორის, ტოდტი თავის დროზე “ვოლფსბურგში” ასაკობრივ გუნდებს კურირებდა და გოგიას ჯერ კიდევ იქიდან იცნობს. გერმანული პასპორტის მქონე ქართველის სატრანსფერო ფასი 500000 ევროა. მიმდინარე სეზონში მან მესამე ლიგაში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპის შემდეგ, “კარლსრუე” 18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში 33 ქულით მეორე ადგილზეა.

0.11649