ფეხბურთი

11:56 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი რომაული დერბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი, რომაული დერბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ამის გაკეთება კვირას “ლაციოსთან” ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში მოახერხა.


38 წლის ფეხბურთელმა 2 გოლის გატანა მოახერხა და დედაქალაქური დერბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 11 გატანილი გოლით გახდა, მან ამ შედეგით მარკო დელ ვეკიოს და დინო და კოსტას გადაასწრო. აღსანიშნავია რომ ტოტიმ მეორე გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა. მან “სელფი” “რომას” გულშემატკივრების ფონზე გადაიღო.

ფრანჩესკო ტოტის მიმდინარე სერია ა-ს გათამაშებაში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 4 გატანილი გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.116215