ფეხბურთი

11:52 | 12.01.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“დილამ” სამი სპარინგი და ანთალია დაგეგმა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების უმრავლესობის მსგავსად, მეორე წრისთვის მზადებას გორის “დილაც” შეუდგა, რომელიც 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.

გორელთა 25 წლის მთავარი მწვრთნელის უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით ამჟამად შემდეგი ფეხბურთელები ვარჯიშობენ:

ბექა შეყრილაძე, დავით მარიამიძე, ალექსანდრე კვახაძე, ილია ლომიძე, გურამ ადამაძე, გივი ქარქუზაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, დავით ხურცილავა, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ლუკა რაზმაძე, გუგა ფალავანდიშვილი, თენგიზ წიქარიძე, ნიკოლოზ სადაღაშვილი, გიორგი კურმაშვილი, გიორგი მელქაძე, ირაკლი მოდებაძე, გიორგი ერისთავი, რომან ახალკაცი, ილია ბუზალაძე, გივი დუდუჩავა, დავით კაპანაძე და გიგა სამხარაძე.

უახლოეს ხანში თანაგუნდელებს ნიკა კვეკვესკირი, გიორგი სეთურიძე და გიორგი სომხიშვილი შეუერთდებიან.

გადაწყვეტილია, რომ “დილაში” შემტევი ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე ითამაშებს, რომელმაც პირველი წრე ცხინვალის “სპარტაკში” გაატარა.

“დილა” 20 იანვარს ამხანაგურ მატჩს თბილისის “ვიტ ჯორჯიასთან” ჩაატარებს, 24 იანვარს რუსთავის “მეტალურგთან” ისპარინგებს, ხოლო 27 იანვარს ბოლნისის “სიონს” დაუპირისპირდება.

გორელები 28 იანვარს შეკრებაზე გამგზავრებას ანთალიაში გეგმავენ, სადაც 10 თებერვლამდე დარჩებიან.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:06 | 17.05.2019
RHP (3623)

კარგია
მომწონს რომ ბევრს ვაინტერესებთ

22:08 | 17.05.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ბობი ლივერპულში სამუდამოდ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065671
სარეკლამო ადგილი - 99
X x X