სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:46 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულის” მცველს ჭიქა წვენში 9.5 გირვანქა გადაახდევინეს

“ლივერპულის” მცველმა ესპანელმა ხოსე ენრიკემ “სანდერლენდთან” სტუმრად მოგებული მატჩის (1:0) გადაწყვიტა ფორთოხლის წვენი დაელია და ერთ-ერთ კაფეს მიაშურა. საბოლოოდ ერთი ჭიქა ფორთოხლის ფრეში მცველს 9.5 გირვანქა დაუჯდა.

ენრიკემ სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე” ფოტო გაავრცელა, სადაც აღბეჭდილია მისი ანგარიშის ჩეკი: წვენი თავისი ლანგრითურთ 9.5 გირვანქა დაჯდა, ხოლო 0.69 მომსახურების პროცენტი გახლდათ, საბოლოო ჯამში ფეხბურთელმა 10.19 გირვანქა გადაიხადა და განაცხადა: “ყველაზე ძვირადღირებული ფორთოხლის წვენია. მგონი ესპანეთიდან ჩამომიტანეს”.

ენრიკე “ლივერპულში” კვირაში 65 000 გირვანქას გამოიმუშავებს და აღნიშნული წვენის ფასი მის ჯიბეს ზიანს ვერ მიაყენებს, თუმცა ფეხბურთელი აღნიშნული ანგარიშით მაინც გაოცებული დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.150032