გრძელდება ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის დაუმარცხებელი სვლა. ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დაბრუნების კვალად, ტოჩინოშინმა მიჯრით მე-3 გამარჯვება იზეიმა.
ნოემბრის სუპერტურნირის მორიგ საშეჯიბრო დღეს გორგაძე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ჩიიოოტორის გაეჯიბრა და იორიტაოშით იმარჯვა. შეგახსენებთ, რომ თავად ქართველს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდება გააჩნია და თუკი ასე განაგრძო, სერიოზული წინსვლა ელის.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-10 მაეგაშირა ტამავაში იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 5:2-ს უგებს.
ისიც ვთქვათ, რომ გორგაძის დარად მაქსიმალური შედეგი კიდევ 8 სეკიტორს გააჩნია, რომელთა შორის იოკოძუნები – ჰაკუჰო და კაკურიუ და ოძეკი გოეიდოც იმყოფებიან. ოძეკი კოტოშოგიკუმ პირველად წაიფორხილა, კიდევ ერთმა ოძეკი გოეიდომ კი პირიქით, პირველი გამარჯვება იზეიმა.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მე-2 გამარჯვება იზეიმა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. მან აღმოსავლეთის მე-2 ნომერი სადანოფუჯი იორიკირი დაამარცხა.
გაგამარუს დასავლეთის მე-5 ნომერი აქვს მიკუთვნებული და შემდეგ ორთაბრძოლაში აღმოსავლეთის მე-8 ნომერ დაიდოს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელს გასული სამივე შერკინება წაგებული აქვს.
კიუშიუ ბაშოს მე-3 დღის მიმოხილვა
ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 5:24-დან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ახლა ვნახე მიმოხილვა და პირველ შემთხვევაში ოძეკი გოეიდოს მაგივრად ოძეკი კისენოსატო უნდა ეწეროს!
"ისიც ვთქვათ, რომ გორგაძის დარად მაქსიმალური შედეგი კიდევ 8 სეკიტორს გააჩნია, რომელთა შორის იოკოძუნები – ჰაკუჰო და კაკურიუ და ოძეკი გოეიდოც იმყოფებიან. ოძეკი კოტოშოგიკუმ პირველად წაიფორხილა, კიდევ ერთმა ოძეკი გოეიდომ კი პირიქით, პირველი გამარჯვება იზეიმა".
ადმინ, დაუკვირდი რას წერ? გოეიდოზე ამბობ დაუმარცხებელიაო და მერე აყოლებ რომ პირველი გამარჯვება იზეიმაო?!
კი და გაგამაც წააგო ...
წააგო დღეს გორგაძემ????
სამწუხაროდ დღეს ორივემ წააგო...
დასანანია
Midi levaaan, unda daafino eg pizdaglazebi
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ცაგურიას სახელი იყო კოკაი ირაკლი
მადლობა
ცაგურიას სახელი გამახსენეთ რააა შვი ძღვა ასე ითარგმნებოდა ქართულად ვერაფრით გავიხსენეეეეეეეეე. მადლობა წინასწარ
კარგია ტოჩი მიაწექი
კარგია გაგამაც რო მოიგო