ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩში, კატალონიის “ბარსელონას” ვეტერანი ნახევარმცველი ჩავი პასების განსაკუთრებული სიზუსტით გამოირჩა. OptaJean-ის სტატისტიკური სისტემის დათვლით, ესპანელმა პარიზელებთან შეხვედრაში 96 პასი შეასრულა და ყველა მათგანი ადრესატამდე მივიდა.
ამგვარად, ჩავიმ 100%-იანი შედეგი აჩვენა, რადგან არაზუსტი პასი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ “კამპ ნოუზე” გამართული ბარსელონურ-პარიზული დაპირისპირება 1:1 დასრულდა. “სტად დე ფრანსზე” გატანილი გოლების წყალობით, შემდეგი ეტაპის საგზური “ბარსელონამ” მოიპოვა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალისტები პარასკევს დაწყვილდებიან.