ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
10:15 | 26.01.2020 26 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1919 – დაიბადა ვალენტინო მაცოლა. იტალიის ნაკრებისა და “ტორინოს” ფორვარდი. იტალიის ჩემპიონი (1943, 1946, 1947, 1948, 1949) და თასის მფლობელი (1941, 1943). 1947 წელს გახდა იტალიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. ...
| |
11:10 | 24.01.2020 24 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1947 – დაიბადა ჯორჯო კინალია. იტალიის ნაკრების, რომის ”ლაციოსა” და ნიუ იორკის ”კოსმოსის” ცენტრფორვარდი. დაიბადა უელსში და ფეხბურთის თამაში იქვე დაიწყო. ითვლება “ლაციოს” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. ...
|
08:31 | 20.01.2020 20 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1936 – დაიბადა შოთა ლომიძე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1969, 1971). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1966, 1969). 1968 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ვერცხლის მედალი (97 კგ წონითი ...
| |
09:33 | 19.01.2020 19 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1966 – დაიბადა შტეფან ედბერგი. შვედი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს ”დიდი სლემის” ექვსი ტურნირი (1985 და 1987 ავსტრალიის ღია პირველობა, 1988 და 1990 უიმბლდონის ტურნირი, 1991 და 1992 აშშ-ის ღია პირველობა). შტეფან ...
|
10:48 | 16.01.2020 16 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1951 – დაიბადა რამაზ ხარშილაძე. ქართველი ძიუდოისტი. გამოდიოდა 95 კგ წონით კატეგორიაში. მონრეალის 1976 წლის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი. მსოფლიოს 1975 წლის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ევროპის ჩემპიონატების ...
| |
11:10 | 15.01.2020 15 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1901 – დაიბადა ლუის ფელიპე მონტი. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალებში ორი ნაკრების რიგებში იასპარეზა. ამპლუით მცველი 1924-31 წლებში იცავდა არგენტინის, 1932-36 წლებში კი იტალიის ...
|
11:01 | 10.01.2020 10 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1949 – ჯორჯ ფორმენი. ამერიკელი სუპერმძიმეწონოსანი მოკრივე. იასპარეზა მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადაზე და სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1969 წლიდან ჯორჯ ფორმენი გადავიდა პროფესიონალებში ...
| |
10:40 | 09.01.2020 9 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1957 – დაიბადა ვიტალი დარასელია. თბილისის ”დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი. ჩაატარა საკავშირო პირველობის 192 (26 გოლი), საერთაშორისო 56 (მათ შორის ევროთასების 30, გაიტანა 3 გოლი), ...
|
10:56 | 08.01.2020 8 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1973 – დაიბადა ლევან ცაბაძე. საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე. 1994-2002 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 31 მატჩი (12-ში კაპიტნად, 9 ლელო).
| |
14:09 | 04.01.2020 4 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1935 – დაიბადა ფლოიდ პატერსონი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სუპერმძიმეწონოსანი მოკრივე. დაიბადა ბრუკლინში, ღარიბ ოჯახში. ფლოიდს ათი და-ძმა ჰყავდა. კრივში მეცადინეობა 14 წლისამ კუს დ’ამატოს მეთვალყურებით ...
|
|
|
|