ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
10:10 | 17.06.2017 17 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1945 - დაიბადა ედი მერქსი. ლეგენდარული ბელგიელი ველოსიპედისტი. 1969-74 წლებში ხუთჯერ მოიგო ველოსიპედისტთა ყველაზე პრესტიჟული რბოლა “ტურ დე ფრანსი”. ასევე ხუთჯერ მოიგო “ჯირო დ’იტალია” (1968, 1970, 1972, ...
| |
08:45 | 16.06.2017 16 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1957 - დაიბადა ადრი ვან ტიგელენი. 1982-93 წლებში ჰოლანდიის ნაკრების მცველი. გუნდის შემადგენლებოში ჩაატარა 56 მატჩი. ევროპის 1988 წლის ჩემპიონი. ჰოლანდიის ჩემპიონი. ორ-ორჯერ გახდა ბელგიის ჩემპიონი და თასის ...
|
10:23 | 15.06.2017 15 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969 - დაიბადა ოლივერ კანი. გერმანიის ნაკრების, “კარლსრუესა’ და მიუნხენის “ბაიერნის” გოლკიპერი. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი (2002). ამავე მუნდიალის საუკეთესო მოთამაშე. ევროპის 1996 წლის ჩემპიონი. გერმანიის ...
| |
08:49 | 14.06.2017 14 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა შტეფი გრაფი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ქალი. მოგებული აქვს “დიდი სლემის” ოთხივე ტურნირი. ქალ ჩოგბურთელთა შორის ერთადერთია, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში (1988) ...
|
09:46 | 13.06.2017 13 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1964 - დაიბადა შარუნას მარჩულიონისი. ლიტვის ნაკრების, ვილნიუსის “სტატიბასა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კალათბურთელი. ამპლუით უკანახაზელი (196 სმ). 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
| |
10:08 | 12.06.2017 12 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1945 – დაიბადა პატრიკ ენტონი ჯენინგსი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო გოლკიპერი. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებში ჩაატარა 119 მატჩი. იცავდა “უოტფორდის,” “ტოტენჰემ ჰოტსპურისა” და “არსენალის” ღირსებას. ...
|
09:46 | 11.06.2017 11 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1958 - დაიბადა უგო სანჩესი. მექსიკის ეროვნული ნაკრების, მექსიკური უნამ-ის (1975-81), მადრიდის “ატლეტიკოსა” (1981-85) და “რეალის” (1985-92), “რაიო ვალეკანოს”, მექსიკის “ატლანტეს”, ავსტრიული “ლინცის” ცენტრფორვარდი. ...
| |
10:11 | 10.06.2017 10 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1973. დაიბადა ხავიერ ძანეტი. არგენტინის ნაკრების, “ბანფილდისა” და მილანის “ინტერის” (1995-2014). მცველი-ნახევარმცველი. 1995 წელს მოიგო პანამერიკული თამაშები.
|
08:16 | 09.06.2017 9 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1981 წლის 9 ივნისს დაიბადა ირაკლი ლაბაძე. ქართველი ჩოგბურთელი. უიმბლდონის იუნიორთა ტურნირის ორგზის ფინალისტი (1998 წელს გადამწყვეტი შეხვედრა წააგო შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან). მონაწილეობა აქვს მიღებული ...
| |
10:30 | 08.06.2017 8 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1895 - სანტიაგო ბერნაბეუ. მადრიდის “რეალის” მოთამაშე (კაპიტანი) და პრეზიდენტი. 1917 წელს მოიგო ესპანეთის თასი. “რეალის” რიგებში გამოსვლისას გაიტანა 67 გოლი. 1928-36 წლებში “რეალში” მდივნად მუშაობდა, 1932 ...
|
|
|
|