ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
09:44 | 05.04.2021 5 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1964 - დაიბადა ვახტანგ იაგორაშვილი. ქართველი თანამედროვე ხუთჭიდელი. სეულის 1988 წლის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი პირად ჩათვლაში (მეხუთე ადგილი გუნდურში). ატლანტის (1996) და ათენის (2004) ოლიმპიადების მონაწილე. ...
| |
09:46 | 04.04.2021 4 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1938 - დაიბადა ჯანო ბაგრატიონი. ხელბურთში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964). საკავშირო პირველობის სამგზის ვერცხლის (1965, 1966, 1967) და ბრინჯაოს (1963) მედლების მფლობელი. სპორტის საპატიო ოსტატი. 1969-73 ...
|
09:52 | 03.04.2021 3 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1905 ბუენოს აირესში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ბოკა ხუნიორსი”. არგენტინის 32-გზის ჩემპიონი (7-ჯერ სამოყვარულო დონეზე). ექვსჯერ მოიპოვა ლიბერტადორესის თასი, სამჯერ – საკონტინენტთაშორისო თასი. მთლიანობაში ...
| |
09:48 | 02.04.2021 2 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1927 - დაიბადა ფერენც პუშკაში. ლეგენდარული უნგრელი ფეხბურთელი. აღიარებულია პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
|
09:45 | 31.03.2021 31 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1939- დაიბადა კარლ-ჰაინც შნელინგერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების, “კიოლნის”, “მანტოვას”, “რომას”, “მილანის”, “ტენის-ბორუსიას” მცველი.
| |
09:37 | 30.03.2021 30 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1991 - დაიბადა დავით მარსაგიშვილი. 84 კგ წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 2012 და 2013 წლებში გახდა ევროპის ჩემპიონი. ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მსოფლიოს ...
|
09:50 | 29.03.2021 29 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1925 - დაიბადა დავით ციმაკურიძე. თავისუფალი სტილით მოჭიდავე, პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიადაზე (79 კგ წონითი კატეგორია) გაიმარჯვა. დავით ...
| |
09:53 | 26.03.2021 26 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
2011- საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ხორვატიას 1:0 მოუგო. ერთადერთი ბურთი 90-ე წუთზე ლევან კობიაშვილმა გაიტანა. საქართველო: რევიშვილი, სალუქვაძე, ხუბუტია, კალაძე (კაპიტანი), ...
|
09:43 | 25.03.2021 25 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1949. დაიბადა მანუჩარ მაჩაიძე. თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილი. გამოდიოდათბილისის“ დინამოში” (1968-1980), თბილისის “ლოკომოტივში” (1969), ტაშკენტის “ფახთაქორში” (1980), მოსკოვის“სპარტაკში” (1981), ...
| |
09:50 | 24.03.2021 24 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1953 - დაიბადა ოთარ გაბელია. ზუგდიდის, სოხუმისა და თბილისის “დინამოს,” ქუთაისის “ტორპედოს” გოლკიპერი. საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის მატჩებში ჩაატარა 300 მატჩი.
|
|
|
|