უნაკლო და ცხარე ევას კარანტინი არ აღელვებს (ფოტოგალერეა)

თანამედროვეობაში და მეტწილად სოციალური ქსელების ხანაში, აღარავის უკვირს ინსტაგრამსა თუ სხვა პირად გვერდებზე მოდელებისგან და ცნობილი ლამაზმანებისგან ცხარე ფოტოები.

რაც უფრო თამამი ხარ, მითუფრო მეტი მიმდევარი გყავს ინსტაგრამზე და ეს ერთგვარ აქსიომადაც ჩამოყალიბდა.

თითქოს დაუწერელი კანონია, რომ ცნობილი ფეხბურთელებისა და თუ სპორტსმენების სატრფოები სამოდელო სფეროს წარმოადგენენ და ეს უკვე აღარავის აკვირვებს. აი, გასაკვირია, რომ ესპანელ მოდელ ევა პადლოკს ჯერ ყვითელი პრესის მეტრებმა ვერცერთ ფეხბურთელთან ან სპორტსმენთან რომანი ვერ გამოუაშკარავეს.

ევა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ისეთი სითამამით გამოირჩევა, ნუ იტყვით, მაგრამ ჯერჯერობით 2 მილიონი გამომწერიც არ ჰყავს და ესეც უცნაური ამბავია. არადა, მის მშვენიერებაში ეჭვის შეტანა რთულია და ვერც იმას დავაყვერდით, არიქა, სითამამეს მოუკელიო. უხდება ესპანელ ლამაზმანს ეს სითამამე და სხეულიც ხელს უწყობს, რა გინდა რომ ჰქნა... სხვათა შორის ევას დედამიწაზე მიმდინარე პროცესები სულაც არ აღელვებს და თავის გამომწერებს კარანტინიდან მოწყენის უფლებას უბრალოდ არ აძლევს.

სხვა ალბომები
0.112451