რუმინეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ გაიხსენა თავისი სამწვრთნელო კარიერის დასაწყისი. 1985 წლიდან 1990 წლამდე ის ბუქარესტის „დინამოს“ წვრთნიდა.
„არსენალმა“ ასოციაციის თასის 1/16 ფინალში „უიგან ატლეტიკი“ 4:0 დაამარცხა და პირველ 30 წუთში ოთხი გოლი გაიტანა. თამაში გუშინ ღამით, 15 თებერვალს გაიმართა.
მადრიდის „რეალის“ გარემარბმა ვინისიუს ჟუნიორმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ უძლიერესი ნაკრებები დაასახელა. ბრაზილიელის თქმით, მათ შორის არიან არგენტინა, საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია.
19 წლის კანადელმა თავდამსხმელმა მაკლინ სელებრინიმ მილანში ოლიმპიური ჰოკეის ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთთან 10:2 მოგებულ მატჩში ბულიტით (საჯარიმო შაიბა) გაიტანა გოლი.