რაგბი

19:27 | 03.04

ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა!

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალზე დიდი სენსაცია შემოგვთავაზა და ძალიან ძლიერი საფრანგეთის შესაბამისი ასაკობრივი ნაკრები დაამარცხა.

21:13 | 01.04

ბორჯღალოსნები | ფიჯი საქართველოში 12 წლის შემდეგ ბრუნდება

2024 წელი ქართული რაგბის ქომაგებისთვის „ზედმეტად ცხელი“ იქნება. ბორჯღალოსნებს ერთი მეორეს მიყოლებით სამი უმაღლესი დონის ტესტ-მატჩი ელით – აქედან ერთი საქართველოში!

236994,236949

14:53 | 10.03.2024

7-კაცა | მე-9 ადგილისთვის იაპონიასთან

საქართველოს 7-კაცა ურუგვაიში, მონტევიდეოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპზე მე-9 ადგილისთვის იაპონიასთან იბრძოლებს.

01:08 | 10.03.2024

დიდი 10 | ლელო 29:28 ხარები

თბილისის ‘ლელო სარასენსმა’ რუსთავის ‘ხარებს’ გაწითლებულ დროზე გადამწყვეტი ჯარიმა გაუტანა და მინიმალური სხვაობით, 29:28 დაამარცხა და რეგულარული გათამაშების გამარჯვებული ერთი ტურით ადრე გახდა.

00:30 | 10.03.2024

დიდი 10 | ყოჩები 10:45 ხვამლი

თბილისის ‘ხვამლმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ 10-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ 45 უპასუხო ქულა გაუკეთა და 45:10 მოგებით, საჩემპიონო ფლეი ოფში თამაში გაინაღდა.

20:24 | 09.03.2024

6 ერი: იტალიის ნაკრებმა შოტლანდია დაამარცხა (VIDEO)

6 ერში იტალიის ნაკრებმა როგორც იქნა თამაში მოიგო. „აძურიმ“ საკუთარ მოედანზე შოტლანდიას დაძაბულ ბრძოლაში, 31:29 აჯობა.

14:37 | 09.03.2024

7-კაცა | ჩემპიონი დამარცხებულია, წინ პორტუგალიაა

საქართველოს 7-კაცამ ურუგვაიში, მონტევიდეოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპის პირველ სათამაშო დღეს, ორიდან ერთი შეხვედრა მოიგო.

21:34 | 08.03.2024

დიდი 10 | ბათუმი 49:17 არწივები

დიდი 10-ის ბოლოსწინა ტურში, ‘ბათუმმა’ ოზურგეთის ‘არწივების’ წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა და ბონუსით, 49:17 გაიმარჯვა.

19:23 | 08.03.2024

ბორჯღალოსნები | ფინალისთვის მზადება იწყება

17 მარტს ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-16 ტიტულს პარიზში, „სტად ჟან ბუინზე“ შეუტევენ. 2024 წლის ჩემპიონატის ფინალში საქართველო პორტუგალიას ჩვენი დროით 23:55 საათიდან ერკინება.

17:35 | 08.03.2024

ნუცა შამათავა – ქვეყნისა და რაგბის სიყვარულით

ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბმა (EPCR), ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოფიციალურ საიტზე EPCR-ისა და მსოფლიო რაგბის ოჯახის წევრი ქალების ინტერვიუების სერიის გამოქვეყნება დაიწყო. მათ შორისაა ...

14:55 | 08.03.2024

7-კაცა მეორე ეტაპს დღეს იწყებს

დღეს საღამოს ურუგვაიში მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპი იწყება. საქართველო მონტევიდეოში ა ჯგუფში, კენიის, ტონგასა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

19:48 | 07.03.2024

ჭაბუკთა ა ლიგა | ტიტულისთვის კვლავ ‘ლელო’ და ‘აია’ იბრძოლებენ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ პლეი ოფის გადამწყვეტ შეხვედრაში, გასული სეზონის მსგავსად ‘ლელო’ და ‘აია’ დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ბოლო 8 ფინალიდან ეს მეტოქეთა მე-7 რკენა იქნება. დიდ დიღმელთა და რიონისპირელთა ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.211806