ფეხბურთი

12:50 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანისთვის “სიტიც” იბრძოლებს

მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ სიტი” “პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავის – ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებას შეეცდება. ამის შესახებ L’Equipe იუწყება.

“ქალაქელთა” ახლადდანიშნულმა თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მაღალი კლასის ფორვარდის ძიებაშია. თავის მხრივ, შვედ მეგოლეს პრემიერლიგაში არასდროს უთამაშია და, შესაძლოა, არჩევანი ინგლისელთა სასარგებლოდ ამიტომ გააკეთოს.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩის ხილვა მადრიდის “რეალსაც” სურს.

 

0.124959