რაგბი

22:06 | 16.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ხარებმა” “ჯიქებს” აჯობა

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ჩემპიონატის 2014 წლის ეტაპი მე-17 ტურის ერთი მატჩით განახლდა. ეს შეხვედრა გეგმის მიხედვით აპრილში უნდა გამართულიყო, მაგრამ რუსთავის “ახალმა” სტადიონმა მას 16 თებერვალს უმასპინძლა და ადგილობრივი მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა.

თამაში ძლიერი ქარის ფონზე წარიმართა, რომელიც პირველ ტაიმში მასპინძლების სასარგებლოდ უბერავდა და საწყის 15 წუთში ხუციშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო მე-20-ე წუთზე “ხარების” შეტევა გულიტაშვილის პირველი ლელოთი დასრულდა - 11:0. “ჯიქები” გონს მოეგო და სულ 5 წუთი დასჭირდა უპირატესობის მოსაპოვებლად. ამ პერიოდში თბილისელებმა ორი ლელო გაიტანეს, თავი ჯერ ბიწაძემ და მერე სუხაშვილმა გამოიჩინეს, ხოლო სვანიძემ ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა.

ტაიმი მაინც რუსთაველებმა მოიგეს - 30-ე წუთზე ხუციშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და მეორე ტაიმის დებიუტში გულიტაშვილმა თავისი და გუნდის მეორე ლელოთი “ხარების” უპირატესობა გაზარდა. ახლა ზურგქარი “ჯიქებისთვის” ქროდა და მათაც შეუტიეს, რის გამოც მასპინძლები 10 წუთით მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. თბილისელებმა მეტობა ლელოდ სამ წუთში აქციეს, მაგრამ არაზუსტი გარდასახვის გამო მდევრის როლში დარჩნენ. სამაგიეროდ, 57-ე წუთზე ხუციშვილმა ჯარიმა ზუსტად დაარტყა, დარჩენილ დროში რუსთაველებმა ანგარიშის შენარჩუნება შეძლეს, 22:17 იმარჯვეს და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისკენ ნაბიჯი გადადგეს, “ჯიქებმა” კი, პლეი ოფში მოხვედრის პერსპექტივა გაირთულა.

კვირას, 23 თებერვალს, ქუთაისში მე-11 ტურის გადადებული თამაში ჩატარდება და ქუთაისის “აია” ლეგიონერებით გაძლიერებულ “ბათუმს” დაუხვდება, 1 მარტს კი, რეგულარული გათამაშება ოფიციალურად განახლდება.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი

XVII ტური. 16 თებერვალი. გადმოტანილი

რუსთავი. ახალი. 500 მაყურებელი

ხარები (რუსთავი) - ჯიქები (თბილისი) 22:17 (14:11)

ხარები: 15. შუბითიძე, 14. გულიტაშვილი, 13. ღამბაშიძე, 12. 12. ნათელაშვილი, 11. გ.ბებიაშვილი (ბ.ბებიაშვილი76), 10. ბასილაია, 9. ხუციშვილი, 1. ზურიკიშვილი (მაჭარაშვილი  64), 2. აღაშვილი, 3. წიკლაური (ხაბაშვილი 64), 4. მჭედლიშვილი (ივანიშვილი 64), 5. ქარუხნიშვილი, 6. გოგიაშვილი (ტყეშელაშვილი 71), 7. ქვლივიძე, 8. მღებრიშვილი.

2 ლელო: გულიტაშვილი

4 ჯარიმა: ხუციშვილი

1 სინბინი: გოგიაშვილი (51)

ჯიქები: 15. კიკნაძე (გიორგაძე 61), 14. კალანდაძე, 13. ბერძული, 12. დევსურაშვილი, 11. ბიწაძე, 10. სვანიძე (უმცრ.), 9. ჭინჭარაული; 1. გაგნიძე (ოქრიაშვილი 32), 2. სვანიძე (უფრ.), 3. ხატიაშვილი (ჯინჭარაძე 38), 4. გოგოლიძე, 5. მჭედლიშვილი, 6. შენგელია, 7. ტუჩაშვილი (მამრიკიშვილი 46), 8. სუხაშვილი (ტრაპაიძე 61).

3 ლელო: ბიწაძე, სუხაშვილი, მამრიკიშვილი

1 გარდასახვა: სვანიძე

 

1              ლელო                             12         9           0         3            317-146           44
2 არმია 12 8 1 3 339-197 41
3 ლოკომოტივი 12 9 0 3 283-211 40
4 აია 11 8 0 3 226-149 36
5 ყოჩები 12 7 1 4 269-234 34
6 ჯიქები 13 5 2 6 253-204 31
7 არმაზი 11 7 0 4 199-212 30
8 ხარები 13 2 0 11 155-322 11
9 აკადემია 12 1 0 11 126-304 8
10 ბათუმი 10 1 0 9 149-337 6

 

23 თებერვალი. გადადებული

აია (ქუთაისი) - ბათუმი (ბათუმი)

0.119768