ბრემენის “ვერდერმა” არგენტინელი თავდამსხმელი ფრანკო დი სანტო დაიმატა. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “ვერდერის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ინგლისის “უიგანის” ყოფილმა მოთამაშემ, ბრემენელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
თავის დროზე, ფრანკოს სატრანსფერო უფლებები ლონდონის “ჩელსის” ეკუთვნოდა და “ბლექბერნში” ანათხოვრებდა. 2010 წელს, ლონდონელებმა არგენტინელი “უიგანში” გაყიდეს, რომლის რიგებშიც მან პრემიერლიგაში 3 წლის განმავლობაში 13 გოლი გაიტანა.
“ვერდერი” სახელიანი კლუბია, ხოლო ბუნდესლიგა მიმზიდველი ჩემპიონატია. მსურს, ამ ლიგაში რაც შემიძლია ყველაფერი ვაჩვენო” – განაცხადა 24 წლის ფორვარდმა.