ფეხბურთი

17:43 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერს გიბსის ეიმედება

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ გაელ კლიშის გუნდიდან გაშვებით, გზა კირან გიბსს გაუხსნა.

“ის ჩვენთან 16 წლის მოვიდა და ხან გარემარბის ხან ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. ჩანდა, რომ ჭკვიანი ბიჭი იყო, რომლისგან მცველი დადგებოდა, რადგან ეშლი კოულს ჰგავდა. კლიში გაუშვი, რადგან გიბსის სახით ახალგაზრდა ინგლისელი მცველი გვყავდა. კლიშის წასვლის მთავარი მიზეზი ისაა, რომ კირანისთვის შანსის მიცემა მსურდა.

ჩემი აზრით, ახლა კირანი განვითარების მეორე ეტაპზეა. მას უკვე ესმის, რომ შეუძლია თავის სხეულსა და ნიჭს ენდოს. უდიდესი პოტენციალის პატრონია, რომლის კიდევ უფრო განვითარებაა საჭირო” – ციტირებს ვენგერს Sky Sports-ი.

0.119369