კალათბურთი

17:11 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა დღეს, უნგრეთის დროით 11 საათზე, მეში იშტვანის სახელობის დარბაზში ივარჯიშა. იგორ კოკოშკოვს ბიჭები დიდად არ დაუტვირთავს – მცირე დოზით ყველა კომპონენტში წაავარჯიშა და დაახლოებით 1 საათში ქართველებმა დარბაზი დატოვეს.

საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია. უნგრეთთან მატჩის განაცხადში არ იქნებიან მიხეილ ბერიშვილი და მიხეილ ჭოჭუა. ფეხს იტკიებდა და ბოლო მომენტამდე გაურკვეველი იყო, იქნებოდა თუ არა განაცხადში ნიკა მეტრეველი, რომელმაც დიდლის ვარჯიშზე შეზღუდვების გარეშე ივარჯიშა და 12-კაციან შემადგენლობაშიც მოხვდა.

უნგრეთის ნაკრების შემადგენლობაში თუკი ჰანგა ითამაშებს, ის ქვემოთ წარმოდგენილ განაცხადში რომელიმე კალათბურთელის ადგილს დაიკავებს.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ.

“უნგრელებმა კარგად მიგვიღეს, შეიძლება ითქვას, რომ – უმაღლეს დონეზე. მშვენიერი სასტუმროა, კარგი კვებაა. ყველა პირობაა შექმნილი, რომ გუნდი მოემზადოს და განეწყოს დღევანდელი მძიმე თამაშისთვის.

ნაკრებში განწყობა საბრძოლოა, ყველა ათვითცნობიერებს, რომ დღევანდელ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორც მოგეხსენებათ, უნგრეთის გუნდი საკმაოდ ძლიერია და გასვლაზე რთული თამაში მოიგო ასევე ძლიერ პორტუგალიასთან.

იმედია, დღეს ყველაფერი ისე წარიმართება, რომ ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთ გამარჯვებას ვაჩუქებთ”.

საქართველოს ნაკრების ვარჯიში და მიხეილ გაბრიჩის კომენტარი

https://www.youtube.com/watch?v=p9wYbNSV-j4

www.gbf.ge

0.152112