“
აღსანიშნავია, რომ უესტბრუკმა გასულ აპრილში მენისკის გაწყვეტის შემდეგ, მარჯვენა მუხლზე უკვე მე-3 ოპერაცია გადაიტანა. ამჯერად, ოკლაჰომელთა ლიდერისთვის შედარებით მსუბუქი სამკურნალო პროცედურები იგეგმებოდა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ქირურგიული ჩარევა გადაწყდა.
მიმდინარე სეზონში უესტბრუკის საშუალო მონაგარი 21.3 ქულა, 7.0 პასი და 6.0 მოხსნაა.