“იუვენტუსის” იტალიის თასიდან გამოთიშვის შემდეგ, “რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი აცხადებს, რომ მის გუნდს ტურინელების ნებისმიერ ფასად დამარცხება სურდა.
“გვინდოდა გამარჯვებისთვის ნებისმიერ ფასად მიგვეღწია. ცოტა ხნის წინათ ტურინში გამართული მატჩის შემდეგ შევიცვალეთ და დღეს დავამტკიცეთ, რომ დიდებული “იუვენტუსის” სიმაღლეზე ვართ.
ჩემპიონატში, ორ გუნდს შორის დიდ სხვაობას ვერ ვხედავ. 8 ქულას შეიძლება დიდი ჩამორჩენაც ვუწოდოთ და პატარაც.
თუ მე-2 წრეშიც ისევე ვითამაშებთ, როგორც პირველში, “იუვენტუსის” გვერდზე აღმოვჩნდებით. თუმცა, თუ ტურინელებიც ასევე განაგრძობენ, გაგვიჭირდება.” – განაცხადა ტოტიმ იტალიის თასის 1/4-ფინალში “იუვენტუსთან” 1:0 მოგების შემდეგ.