ფეხბურთი

23:09 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” დეპაით დაინტერესდა

ლონდონის “ტოტენჰემი” ნიჭიერი ჰოლანდიელი შემტევით მემფის დეპაით დაინტერესდა - იუწყება Metro.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “დეზების” მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო მზადაა “პსვ”-ს ლიდერის სანაცვლოდ 15 მილიონი გირვანქა გადაუხადოს. მემფისს ჰოლანდიურ გრანდთან კონტრაქტი 2017 წელს ეწურება.

20 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს დიდებულ ფორმაში შეხვდა და ჰოლანდიის ჩემპიონატში ჩატარებულ 2 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოასწრო.


ირაკლი ალიმბარაშვილი

0.114869