ფეხბურთი

14:53 | 31.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტეემუ პუკიმ “შალკედან” “სელტიკს” მიაშურა

ფინეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ტეემუ პუკი, რომელიც აქამდე გელზენკირხენის “შალკეში” გამოდიოდა, კარიერას გლაზგოს “სელტიკში” გააგრძელებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემები იუწყებიან.

“სელტიკმა”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშებს, ფინელ ფორვარდში 2,5 მილიონი ევრო გადაიხადა. პუკიმ შოტლანდიელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

23 წლის ფორვარდი ფინური ჰიკ-იდან გელზენკირხენის “შალკეში” 2011 წელს 1,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. სხვადასხვა ტურნირებში გერმანული კლუბის შემადგენლობაში მან 47 მატჩი ჩაატარა და 8 გატანილ გოლთან ერთად, 3 საგოლე პასიც მიითვალა.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებთან თბილისში 10 სექტემბერს ჩასატარებელ მატჩში, პუკი ფინეთის ეროვნულ გუნდშია გამოძახებული.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110802