კალათბურთი

0:29 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

თანამშრომლობის მემორანდუმი იმერეთის კალათბურთის ფედერაციასთან

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და იმერეთის კალათბურთის ფედერაცია თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აღნიშნული ფედერაციების პრეზიდენტებს შორის საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ერთის მხრივ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ განრიჩიძემ და მეორეს მხრივ იმერეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მამუკა ჩიხლაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ იმერეთის ფედერაციის პრეზიდენტს, მამუკა ჩიხლაძეს უახლოეს გეგმებზე გავესაუბრეთ:

- იმერეთის რეგიონში და სრულიად საქართველოში კალათბურთის განვითარებისთვის ამ მემორანდუმის გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანია. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ასაკობრივი ჩემპიონატებში გამართვაში დაგვეხმარება. უახლოესი ღონისძიება 9 მარტს დაიწყება და ის 2015 წლის ოლიმპიურ ფესტივალს მიეძღვნება.

- ჩატარდება 1999-2000 წლებში დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა ტურნირი. გოგონათა ფესტივალში 5 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და გამარჯვებულს დამსახურებული ქუთაისელი მწვრთნელის ოთარ სულაბერიძის სახელობის თასი გადაეცემა. ბიჭების ტურნირში იმერეთის რეგიონის 10 ქალაქის გუნდი იასპარეზებს, რომლებიც დამსახურებული მწვრთნელის სულიკო თორთლაძის სახელობის თასს გაითამაშებენ.

- აღნიშნული ტურნირების ჩატარების შემდეგ, შევუდგებით მუშაობას ასაკობრივი ჩემპიონატების ჩასატარებლად. შევადგენთ დებულებებს და შევხვდებით მონაწილე ქალაქის გუნდების ხელმძღვანელებს. იმერეთის რეგიონში არსებული 12 ქალაქიდან მხოლოდ ვანს და ბაღდათს არ ჰყავთ გუნდები, დამარჩენი 10 კი იმერეთის ასაკობრივ ჩემპიონატებში მიიღებენ მონაწილეობას.

www.gbf.ge

0.105626