ჩოგბურთი

10:37 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტოსურმა კარლსბადი მოიგო, აზარენკა ტორონტოს დააკლდება

 აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ კარლსბადის 2 მილიონ 369 ათასი დოლარის საპრიზო ფონდის ქალთა ტურნირი ავსტრალიელმა სამანტა სტოსურმა მოიგო, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში რეიტინგსიის მეორე ნომერ ვიკტორია აზარენკას დამაჯერებლად მოუგო 6:2, 6:3. საინტერესოა აღინიშნოს, რომ სტოსურმა პირველად მოახერხა აზარენკას ძლევა, ბელარუსს კი კარიერის განმავლობაში სამანტა რვაჯერ ჰყავს დამარცხებული.

“ფინალის საკვანძო მომენტებში კარგად ვითამაშე. ბურთს ზუსტად იქ ვაწოდებდი, სადაც მას მოწინააღმდეგე ვეღარ მიწვდებოდა. ეს მოგება დამატებით ფსიქოლოგიურ დამაჯერებლობას მომიტანს. წლეულს კარგი შედეგებით ვერ დავიკვეხნიდი, დიდი ხანია ხელში ტურნირის მოგებისთვის დაწესებული პრიზი არ მჭერია და კარლსბადში ეს დღეც დამიდგა”, - განაცხადა 29 წლის სტოსურმა, რომელმაც კარიერის მეოთხე შეჯიბრებაზე იმარჯვა, კალიფორნიაში მოპოვებული ტრიუმფის შედეგად კი 125 ათას დოლართან ერთად 470 სარეიტინგო ქულაც მიიღო.

ავსტრალიელისგან განსხვავებით, აზარენკა გულდაწყვეტილი იყო და განაცხადა, რომ ტრავმის გამო ტორონტოს ტურნირს დააკლდება. “იმედგაცრუებული ვარ, რადგან ტორონტოში გამოსვლა ძალიან მიყვარს. ბოდიშს ვუხდი კანადელ გულშემატკივარს. იმედია, მალე მომვჯობინდები და კორტზე წარმატებით დაბრუნებას შევძლებ”, - კარლსბადის ფინალში მარცხის მიუხედავად აზარენკა კლასიფიკაციაში მაინც დაწინაურდა და რეიტინგსიის ლიდერ სერენა უილიამსს კვალში ჩაუდგა.

0.117136