ფეხბურთი

16:01 | 9.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტილიან პეტროვმა კარიერა დაასრულა

 

ინგლისური “ასტონ ვილას” 33 წლის ნახევარმცველმა სტილიან პეტროვმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ბირმინგემელთა ოფიციალური საიტი იუწყება.

საქმე ისაა, რომ გასული წლის მარტში, ბულგარელს ლეიკემია დაუდგინეს. მას შემდეგ, ნახევარმცველმა მკურნალობის მრავალი კურსი ჩაიტარა, მაგრამ სრულად გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა.

ცნობისათვის, პეტროვი “ასტონ ვილას” ღირსებას 2006 წლიდან იცავდა და ამ კლუბის მაისურით 186 მატჩი ჩაატარა. ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებში, პეტროვის ანგარიშზე 106 შეხვედრა და 8 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127477