შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა კარლეს პუიოლმა კლუბი შეიცვალოს. Sport.es-ის ცნობით, უკანასკნელ პერიოდში, ვეტერანი ესპანელი თავისი მომავლის შესახებ არაფერს ამბობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მცველი “კამპ ნოუზე” დარჩენაში დარწმუნებული არაა.
მოგეხსენებათ, პუიოლი 35 წლისაა და ტრავმებიც ძალზე ხშირად აწუხებს. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, დიდ ფეხბურთს ჩამოშორდეს და რომელიმე არასაფეხბურთო ქვეყანაში განაგრძოს კარიერა.
საგულისხმოა, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ, პუიოლმა კატალონიელებთან კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა.