ფეხბურთი

18:59 | 22.01.2012 | ნანახია 3329 - ჯერ

“სპარტაკში” ლევან მელქაძე ემზადება

ცხინვალის ”სპარტაკი”, რომელიც 18 იანვარს მოსამზადებელი შეკრების გასავლელად ურეკში გაემგზავრა, მალევე თბილისში დაბრუნდა. ცუდი კლიმატური და ნაყოფიერი მზადებისთვის მიუღებელი პირობების გამო, ვლადიმერ ხაჩიძის გაწვრთნილები დედაქალაქში არიან და სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას ს/კ ”საბურთალოს” სტადიონ ”ბენდელაზე” განაგრძობენ.
ცხინვალელთა გუნდის შევსებაზე რეგულარულად გაწვდით ინფორმაციას და ტრადიციას არც ახლა დავარღვევთ. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, “სპარტაკშია” და სხვა ფეხბურთელებთან ერთად  ემზადება, 32 წლის თავდამსხმელი ლევან მელქაძე.
მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, სხვადასხვა დროს კი, თბილისის ”დინამოში”, ”ვიტ ჯორჯიაში”, იტალიურ ”სიენაში”, ნორვეგიულ ”ვალერენგაში”, ყაზახურ ”შახტარში”, ”ზესტაფონში” და ბოლნისის ”სიონში” უთამაშია. ლევან მელქაძე რამდენიმე დღეა ”სპარტაკში” ვარჯიშობს და როგორც საიტი ირწმუნება, მისი გუნდში აყვანის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა.
აქვე გეტყვით, რომ შიდაქართლელებმა, რომლებიც “ბენდელას თასის” მოქმედი მფლობელები არიან, მიმდინარე გათამაშებაც მოგებით დაიწყეს. “სპარტაკმა” პირველი მატჩი დუბლშემადგენლობით ითამაშა და პირველი ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ სოხუმის “აეტს” 3:0 სძლია. მე-2 ტურიდან გათამაშებაში უკვე ცხინვალელთა მთავარი გუნდი ჩაერთვება და რუსთავის “ფოლადზე”, ორშაბათს (13:30), “მეტალურგს” გაეჯიბრება.
 

 

ფრიდონ კერვალიშვილი
 

Loading...

კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:49 | 22.01.2012
geo_shark (142)

ერთი გამაგებინა რომელ ჭკვიანს მოუვიდა აზრად იანვარში ურეკში შეკრების მოწყობა რავი ზამთარია მაინც ცივა "ცოტა"

22:29 | 22.01.2012
gerasa (38)

ღრეჯო მიდი გენაცვალე :* შენ შემოგევლე გბალეშიკობთ მაგრად...შოთი ვარ !:*

22:14 | 22.01.2012
kakhaberry (2369)

ბენდელას თასი მინი ტურნირი არ იყო ადრე? ეს რანაირი ტურნირია და რა ფორმატით ტარდება ვინ იცის? ან ვინ მონაწილეობს და რა პრინციპით?

21:51 | 22.01.2012
temoazeri (521)

აუ ეს ერთი პერიოდი როსენბორგშიც ვარჯიშობდა ამის იმედი როგორ მქონდა აფსუს კაი ფეხბურთელი იყო ჩაიკარგა მერე

20:53 | 22.01.2012
yazakha (312)

ძალიან კარგია. მიდი ლევან იმენა გამისწორდა...ეს ზალიან მაგარი ადამიანია ფეხბურთელობასთან ერთად. ჩემი ახლობელია და ვიცი რომ ფუტზალში გადავიდა იმის გამო რომ ზოგორირთების ინტერესების სფეროში ვერ ჩაჯდა..და ფორმიდან ამოვარადა..როგროც ვიცი ეხლა ფორმაშიც შედის და სპარტაკს მაგრად წაადგება და მალე ძველ ,,ღრეჯოსაც ვიხილავთ"

20:38 | 22.01.2012
riva (2859)

ისე რომ დაუკვირდეთ დსთ-ს თასის მომგებ და უეფას ჯგუფურზე გამსვლელ დინამოს რა კარგი სასტავი ყავდა... მაგ გუნდის დაშლა შეიძლებოდა? 3-4 ფეხბურთელი რომ დაემატებინათ კიდევ... ეჰ

20:06 | 22.01.2012
ugo_valencia (789)

ეს ჩემპიონატის ბომბარდირიც გახდა. მერე რატომღაც დაიკარგა , ისევ ფორმაში თუ შევიდა დაეხმარება სპარტაკს ....

19:17 | 22.01.2012
fero (15151)

Marto dinamoshi? Wit georgiashi?

19:17 | 22.01.2012
fero (15151)

Ra daemarta volerengashi rom imis mere versad ver itamasha. Da saertod daikarga.

19:04 | 22.01.2012
be_code (164)

ეს ერთ დროს ჩემპიონატში საუკეთესო თავდამსხმელი იყო. თანამეგობრობის თასზე დარასელიამ ამან და ანჩაბაძემ მოგვაგებინეს ! ხოდა კიდე პიროვნებაც კარგი ადამიანია

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.097862