ფეხბურთი

11:53 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი ალმატის “ქაირათში” იმუშავებს

სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ალამატიში ჩავიდა, რათა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ “ქაირათთან” კონტრაქტი გააფორმოს. ამის შესახებ “ქაირათის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

იტალიელი ყაზახებთან ხელშეკრულებას ჯერ ნახევარი წლით გააფორმებს და ამ ვადის გასვლის შემდეგ, მხარეები თუ შეთანხმდებიან, კონტრაქტი 2 წლით გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ სპალეტი “ქაირათში” თავის სამწვრთნელო შტაბს მიიყვანს. სამშაბათს დილიდან იტალიელს კლუბის ინფრასტრუქტურა და მომავალი საცხოვრებელი ადგილი დაათვალიერებინეს. ალმატელებმა სპალეტის გუნდის ევროპის ლიგის 1/4-ფინალში გასვლა დაუსახეს. ამჟამად, ყაზახებს სლოვაკი ვლადიმერ ვაისი წვრთნის, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელები მისი მუშაობით უკმაყოფილო არიან. 

0.116757