ფეხბურთი

11:45 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

Sky Italia: ტიაგო მიუნხენში იმყოფებოდა

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლასთან ძალზე ახლოსაა. Sky Italia-ს ცნობით, 22 წლის შუახაზელი მიუნხენში იმყოფებოდა, სადაც “რეკორდმაისტერის” ხელმძღვანელებს შეხვდა და პირად კონტრაქტზე მოეთათბირა.

ტიაგოს გაყიდვით, “ბარსელონა” 18 მილიონ ევროს მიიღებს. მიუნხენში, ბრაზილიური წარმოშობის ესპანელის წლიური ანაზღაურება 2.5 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენელთა თავკაცი პეპ გვარდიოლა ტიაგოს “ბაიერნის” მთავარ სატრანსფერო სამიზნედ მიიჩნევს.

 

0.125648