ფეხბურთი

21:31 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” და რიჩარდსი ვერ შეთანხმდნენ

“მანჩესტერ სიტი” გუნდის მარჯვენა მცველს, მიკა რიჩარდსს ახალ კონტრაქზე ვერ შეუთანხმდა. ამ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

25 წლის ფეხბურთელს “ქალაქელებთან” კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლომდე აკავშირებს. იმის მიუხედავად, რომ “სიტიმ” რიჩარდსს, ახალი ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ, ხელფასის მომატება შესთავაზა, ფეხბურთელმა კლუბის წარმომადგენლებს მაინც უარი უთხრა. ამის მიზეზი სათამაშო დროის სიმწირეა. ბოლო 2 წლის განმავლობაში, რიჩარდსმა “სიტის” მაისურით მხოლოდ 17 თამაში ჩაატარა და რა გასაკვირია, რომ ის უკმაყოფილოა.

გავრცელებული ინფორმაციით, რიჩარდსის შეძენის სურვილს “არსენალი”, “ლივერპული” და “ნიუკასლი” გამოთქვამენ. ფეხბურთელის სატრანსფერო ფასად 7 მილიონი ფუნტი სახელდება.

0.116954