ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ბრუკლინ ნეთთს”, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია ირიცხება, წარსულში ცნობილი მოთამაშე ჯეისონ კიდი გაწვრთნის. ESPN
40 წლის ვეტერანმა სპორტსმენის კარიერის დასრულების შესახებ გასულ კვირაში გამოაცხადა და ცხადია, მწვრთნელის რანგში, “ნეთსი” მისთვის პირველი კლუბი იქნება.
კიდს ნბა-ში 19 სეზონიდან 7 სწორედ “ნეთსში” აქვს გატარებული და 2002 და 2003 წლებში ლიგის ფინალურ სერიაშიც უთამაშია, გასული სეზონი კი “ნიუ იორკ ნიქსში” დაასრულა. პასების და ჩაჭრების მხრივ, ამერიკელ მცველს ნბა-ს ისტორიაში მე-2 ადგილი უკავია.
“ნეთსში” დანიშვნა დიდი გამოწვევაა. მწვრთნელობაზე მთელი სათამაშო კარიერის განმავლობაში ვფიქრობდი. საჩემპიონო გუნდები ხანგრძლივ მზადებას, ჩანაფიქრის მოედანზე გადატანის ნიჭს, ეგოიზმის არარსებობას და პასუხიმსგებლობას ეფუძნება – ბრუკლინელებს სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით გავწვრთნი. ჩემს საკალათბურთო კარიერაში ახალი ეტაპის დადგომით ძალიან აღელვებული ვარ”, - განუცხადა კიდმა ESPN New york-ს.