რაგბი

17:38 | 10.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შარშანდელზე უეკეთესის იმედით

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ხვალიდან FIRA AER-ის ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება და წინა წლების შედეგის გაუმჯობესებას ეცდება.

ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება - პირველი და მეორე დონის სარაგბო ქვეყნებების ნაკრებების დაახლოება ახალგაზრდული ნაკრებებით დაეწყო, “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” კარგად გამოიყენეს და აგერ უკვე ორი წელიწადია იტალიას ამარცხებენ, ხოლო კიდევ ერთ გრანდთან ბოლომდე იბრძვიან და ტურნირს მე-6-ე ადგილზე ასრულებენ. FIRA იტალიას ვერ შეელია, მაგრამ ტურნირზე პირდაპირ დაშვებულთა რაოდენობა 7-მდე გაზარდა და საქართველოც იქ შესარჩევი ეტაპის გარეშე პირველად მოხვდა, ახლა კი, ხელმძღვანელობა წინსვლაზე ფიქრობს.

ამისათვის ორი საშუალება არსებობს და უპირველესი პირველივე მატჩის მოგებაა. ტურნირი პლეი ოფის სიტემით იმართება და მეოთხედფინალში მოგება ავტომატურად ნიშნავს თასისთვის ბრძოლის გაგრძელებას და ოთხეულში შესვლას. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების მეტოქე ირლანდიაა, რომელსაც ამავე ეტაპზე შარშანაც ვეთამაშეთ და 4 ქულით დავმარცხდით (27:31). დიდი ალბათობით, ამჯერად ირლანდიელები მოედანზე პირველივე წუთებიდან მობილიზებული გამოვლენ, მაგრამ ეს ავტომატურად იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს შანსი არ ექნებათ.

18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელებმა უდიდესი სამუშაო ჩაატარეს და რადგან ტრავმებმაც ხელი არ შეუშალეს, პოლონეთში უძლიერესი შემადგენლობა წაიყვანეს. შეკრების პერიოდში ქართულ კლუბებთან თამაშის გარდა მათ უკრაინის 20-წლამდელთა და “კლერმონის” 18-წლამდელთა გუნდებთან ითამაშეს. ფრანგულ კლუბთან 22:17 გამარჯვების მიუხედავად, ამ შეხვედრაში ხარვეზები გამოჩნდა და ახლა მწვრთნელები ირწმუნებიან, რომ ეს ხარვეზები აღმოფხვრილია.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება და გამარჯვებული წყვილი თასის ნახევარფინალში საფრანგეთისა და იტალიის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო დამარცხებული ამავე წყვილის წაგებულთან მეხუთე ადგილის ნახევარფინალში ითამაშებს. დანარჩენ მეოთხედფინალებში ინგლისი პორტუგალიას, ხოლო უელსი შოტლანდიას ეთამაშება.

 

18-წლამდელები 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე: კოტე ახობაძე (აკადემია), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), ოთარ გიორგაძე (აია), ლუკა გოგინავა (ლოკომოტივი), ბესო გოგოლაძე (თიბისი), მიხეილ გორგასლიძე (აია), ბექა გორგაძე (ხარები), კახა ელბაქიძე (თიბისი), თორნიკე ზოიძე (აკადემია), სანდრო ილურიძე (აკადემია), გიორგი კოშაძე (ხარები), დავით ლობჟანიძე (არმაზი), ვასო ლობჟანიძე (არმაზი), შაქრო ლომსიანიძე (აია), ლაშა მამუჩარაშვილი (ლოკომოტივი), თორნიკე მანაგაძე (აია), ვანო მარგალიტაძე (თიბისი), გიორგი მელაძე (ყოჩები), ნიკა ნეფარიძე (ლოკომოტივი), ბექა ნონიაშვილი (ხულიგანა), ლაშა საჯაია (ჯიქები), ირაკლი სვანიძე (ჯიქები), ლაშა ტაბიძე (არმაზი), გიორგი ხუროშვილი (არმაზი), თორნიკე ხურცილავა (არმაზი), გიორგი ჯავახია (აია).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მამუკა ტყეშელაშვილი, ლევან შარაშიძე

ფიზ-მომზადების მწვრთნელი: გიორგი ნადარეიშვილი

მენეჯერი: პაატა მაისურაძე

 

2014 წლის ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე მორაგბეებს შორის

პოლონეთი. პოზნანი. 11-19 აპრილი

მეოთხედფინალები. 11 აპრილი

ინგლისი - პორტუგალია

საფრანგეთი - იტალია

ირლანდია - საქართველო

შოტლანდია - უელსი

 

ნახევარფინალები. 15 აპრილი

0.123048