ფეხბურთი

16:31 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი: თრილერი მცხეთაში – “შუქურამ” “ვიტ ჯორჯია” გამოაგდო

ოთხშაბათს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების საპასუხო მერვედფინალური მატჩები იმართება. 6 შეხვედრა უკვე დასრულდა. დრამატული გამოგდა მატჩი მცხეთაში, სადაც “ვიტ ჯორჯია” “შუქურას “ მასპინძლობდა. პირველი შეხვედრა ქობულეთელებს მინიმალური ანგარიშით ჰქონდათ მოგებული. ამჯერად ვიტელებმა პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრეს, 93-ე წუთზე კი მეორე ბურთი გაიტანეს, მაგრამ ზეიმი დამთავრებული არ ჰქონდათ, რომ ქობულეთელმა არჩილ ბაჯელიძემ ერთი საპასუხო შეაგდო და “შუქურა” მეოთხედფინალში გავიდა. თბილისის “დინამომ” კვლავ დიდი ანგარიშით დაამარცხა პირველლიგელი ხობის “კოლხეთი.” ჰეთ-თრიქი მიითვალა თბილისელთა კოტდივუარელმა შემტევმა პატრიკ ვუომ. უპრობლემოდ გაიმარჯვა “ჩიხურამაც.” ასევე შემდგომ ეტაპზე გავიდნენ “მეტალურგი,” “დილა” და “მერანი.”

“ტორპედო” – “სპარტაკის” მატჩის ძირითადი დრო პირველი მატჩის მსგავსად 2:2 დამთავრდა და ახლა დამატებითი ნახევარი საათი მიმდინარეობს. “ზესტაფონი” – “სიონის” მატჩი კი მოგვიანებით დაიწყო.

ჩიხურა (საჩხერე) – ლოკომოტივი (თბილისი) 4:0

პირველი მატჩი 3:0

გოლები: 1:0, 2:0 წინამძღვრიშვილი (27, 37), 3:0 რეხვიაშვილი (64), 4:0 ჯიღაური (89)

 

დინამო (თბილისი) – კოლხეთი (ხობი) 6:0

პირველი მატჩი 9:0

გოლები: 1:0 გველესიანი (15), 2:0 მიქაბერიძე (32), 3:0, 4:0, 5:0 ვუო (42, 52, 82), 6:0 გოგა (90)

 

კოლხეთი (ფოთი) – მეტალურგი (რუსთავი) 1:3

პირველი მატჩი 0:2

გოლები: 1:0 გოგონაია (პენ, 9), 1:1 კირკიტაძე (31), 1:2 სიხარულიძე (36), 1:3 ბერიაშვილი (73)

 

დინამო (ბათუმი) – დილა (გორი) 2:1

პირველი მატჩი 0:1

გოლი: 0:1 აფხაზავა (9), 1:1 ბერიძე (70), 2:1 მუჯირი (93)

გაძევება: აფხაზავა (“დილა”) 

 

მერანი (მარტვილი) – გურია (ლანჩხუთი) 1:1

პირველი მატჩი 2:1

გოლები: 0:1 ჩიკვილაძე (55), 1:1 მელიავა (69)

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – შუქურა (ქობულეთი) 2:1

პირველი მატჩი 0:1

გოლები: 1:0 ღიბრაძე (45), 2:0 ლობჯანიძე (93), 2:1 ბაჯელიძე (94) 

0.102426