ფეხბურთი

17:18 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი: “შუქურამ” “ვიტ ჯორჯია” გამოაგდო, “სიონმა” – “ზესტაფონი”

 

 

ოთხშაბათს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების საპასუხო მერვედფინალური მატჩები გაიმართა. დრამატული გამოდგა თამაში მცხეთაში, სადაც “ვიტ ჯორჯია” “შუქურას “ მასპინძლობდა. პირველი შეხვედრა ქობულეთელებს მინიმალური ანგარიშით ჰქონდათ მოგებული. ამჯერად ვიტელებმა პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრეს, 93-ე წუთზე კი მეორე ბურთი გაიტანეს, მაგრამ ზეიმი დამთავრებული არ ჰქონდათ, რომ ქობულეთელმა არჩილ ბაჯელიძემ ერთი საპასუხო შეაგდო და “შუქურა” მეოთხედფინალში გავიდა. ასევე საინტერსო და დრამატული იყო მატჩი “მიხეილ მესხზე,” სადაც “სპარტაკი” ორჯერ უგებდა “ტორპედოს,” თუმცა პირველი შეხვედრის მსგავსად მატჩი 2:2 დასრულდა, ანგარიში არც დამატებით დროში შეცვლილა, პენალტები კი ქუთაისელებმა უკეთ შეასრულეს და 6:5 გაიმარჯვეს. თბილისის “დინამომ” კვლავ დიდი ანგარიშით დაამარცხა პირველლიგელი ხობის “კოლხეთი.” ჰეთ-თრიქი მიითვალა თბილისელთა კოტდივუარელმა შემტევმა პატრიკ ვუომ. უპრობლემოდ გაიმარჯვა “ჩიხურამაც.” ასევე შემდგომ ეტაპზე გავიდნენ “მეტალურგი,” “დილა,” “მერანი” და “სიონი.”

მეოთხედფინალური მატჩები უკვე გაისად გაზაფხულზე გაიმართება 26 თებერვალს და 25 მარტს. კენჭისყრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:2, 5:6 პენ.

პირველი მატჩი 2:2

გოლები: 1:0 თუხარელი (4), 1:1 კვეკვესკირი (ს.კ. 20), 2:1 შონია (66), 2:2 ახვლედიანი (79)

 

ზესტაფონი – სიონი (ბოლნისი) 0:1

პირველი მატჩი 0:1

გოლი: 0:1 ბიბილეიშვილი (49)

 

ჩიხურა (საჩხერე) – ლოკომოტივი (თბილისი) 4:0

პირველი მატჩი – 3:0

Gგოლები: 1:0, 2:0 წინამძღვრიშვილი (27, 37), 3:0 რეხვიაშვილი (64), 4:0 ჯიღაური (89)

 

დინამო (თბილისი) – კოლხეთი (ხობი) 6:0

პირველი მატჩი - 9:0

გოლები: 1:0 გველესიანი (15), 2:0 მიქაბერიძე (32), 3:0, 4:0, 5:0 ვუო (42, 52, 82), 6:0 გოგა (90)

 

კოლხეთი (ფოთი) – მეტალურგი (რუსთავი) 1:3

პირველი მატჩი - 0:2

გოლები: 1:0 გოგონაია (პენ, 9), 1:1 კირკიტაძე (31), 1:2 სიხარულიძე (36), 1:3 ბერიაშვილი (73)

 

დინამო (ბათუმი) – დილა (გორი) 2:1

პირველი მატჩი - 0:1

გოლი: 0:1 აფხაზავა (9), 1:1 ბერიძე (70), 2:1 მუჯირი (93)

გაძევება: აფხაზავა (“დილა”) 

 

მერანი (მარტვილი) – გურია (ლანჩხუთი) 1:1

პირველი მატჩი - 2:1

გოლები: 0:1 ჩიკვილაძე (55), 1:1 მელიავა (69)

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – შუქურა (ქობულეთი) 2:1

პირველი მატჩი - 0:1

გოლები: 1:0 ღიბრაძე (45), 2:0 ლობჯანიძე (93), 2:1 ბაჯელიძე (94) 

 

შენიშვნა: მუქი შრიფტით გამოყოფილია შემდგომ ეტაპზე გასული გუნდები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114142