სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

18:36 | 20.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო იაშვილი “ჩიხურაში” ვარჯიშობს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადებას შეუდგა პირველი ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი საჩხერის “ჩიხურა”. შეგახსენებთ, რომ იმერული გუნდი ერთადერთია XXIII ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეთაგან (უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგა), ვისაც ჯერ არ წაუგია (16 მატჩში დაგროვილი 46 ქულით, “ჩიხურა” “ბ” ზონის ლიდერია).
როგორც კლუბის პრესატაშემ, თორნიკე შალამბერიძემ “მსოფლიო სპორტს” შეატყობინა, “ჩიხურაში” სხვა ფეხბურთელებთან ერთად 27 წლის სანდრო იაშვილიც ისინჯება. ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად და ჩვეული სათამაშო ფორმის დასაბრუნებლად ფორვარდს საკმარისი დრო აქვს (სეზონი პირველ ლიგაში 2 მარტს განახლდება). ასე რომ, დიდი ალბათობაა, სოსო ფრუიძის დარიგებულთა შორის გაზაფხულიდან ისიც ვიხილოთ.
სანდრო იაშვილი ბოლოს ეროვნულ ჩემპიონატზე 2011 წელს გამოჩნდა. მან რუსთავის “მეტალურგის” რიგებში გაზაფხულზე 5 მატჩი გამართა, ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში კი თბილისის “დინამოში” აღმოჩნდა. ქვეყნის 13-გზის ჩემპიონის რიგებში იაშვილმა ფეხი ვერ მოიკიდა და ისე მოუწია “დინამოს” დატოვება, მისი მაისურით შარშან არცერთი მატჩი არ უთამაშია.
“ჩიხურაში” სინჯებზე მყოფთაგან აღნიშვნის ღირსია გიორგი მურველაშვილიც, რომელიც რუსთავის “მეტალურგში” მწვრთნელად თორნიკე მაისურაძის მისვლისას გამოჩნდა (2010 წლის დეკემბერი). იგი მცველია და მან ქვემოქართლელთა რიგებში საერთო ჯამში 14 მატჩი (1 გოლი) გამართა.
თორნიკე შალამბერიძის თქმით, საჩხერლები ამჟამად მიმდინარე თბილისური შეკრებისას სასტუმრო “პრესტიჟში” არიან დაბინავებული. “ჩიხურას” თავკაცი სოსო ფრუიძე გუნდს ათ დღეში საჩხერეში ჩაუძღვება და სეზონის საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადებას იქ გააგრძელებინებს.
 

ფრიდონ კერვალიშვილი


 

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.123268
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X